საქართველოში, თბილისის დროით 03:18 საათზე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ მაგნიტუდით 3.6 (ML) შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით - 23კმ-ში, სოფელ სამებასთან 11 კმ - ში იყო.