Digest Logo

🎥 „საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს“: როგორ ვრცელდება „დენგეს“ ვირუსი და როგორია მისი სიმპტომები? ივანე ჩხაიძის გაფრთხილება

1781016374
ივანე ჩხაიძე

როგორ ვრცელდება „დენგეს“ ვირუსი და როგორია მისი სიმპტომები? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„უჩვეულო ვირუსია ეს საქართველოში და გარკვეული შიში არსებობს. ზოგადად ვირუსი არის თუ არა საშიში, განსაზღვრავს ის ფაქტორი, რომ რამდენად შეუძლია ლეტალობის გამოწვევა. ეს სტატისტიკა არის 2026 წლის მაისის ჩათვლით, რაც ხელთ გვაქვს, მსოფლიოში დაფიქსირებულია 936 ათასი შემთხვევა. საკმაოდ ბევრია, მაგრამ წინა წელთან შედარებით 64 პროცენტით ნაკლები. გარდაცვლილი არის 211 ადამიანი. „ჯანმოს“ მონაცემებით ეს შეადგენს 0,002%-ს. 10 ათასი ინფიცირებულიდან ერთი არის გარდაცვლილი. თითქმის სეზონური ვირუსის სტატისტიკა გვაქვს.

ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. გადადის იმ შემთხვევაში, თუ საწყის ეტაპზე ადამიანს უკბინა კოღომ და შემდეგ უკბენს ეს კოღო 12 დღის განმავლობაში სხვა ადამიანს. იოლი გავრცელება ასე ვთქვათ არ გვემუქრება და არ არის სანერვიულო. თუმცა უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში ახალი ვირუსის არსებობა. ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებით ვირუსის შემთხვევები, რომლებიც საქართველოში დაფიქსირდა იყო უცხო ქვეყნიდან შემოტანილი. შიდა გავრცელებას ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუმცა არა ისეთი, რომ პანიკაში ჩავვარდეთ.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევა არის ქვეყანაში დაფიქსირებული. ახასიათებს თავის, კუნთების, სხეულის ტკივილი. პირველ ეტაპზე ორი განსხვავებული სიმპტომი აქვს რაც სხვა ვირუსებისგან განასხვავებს: პირველი თვალების უკან ტკივილი. მეორე - ძვლების მოუთმენელი ტკივილი და ცხელება. დანარჩენი ყველაფერი სტანდარტულია, როგორც ჩვეულებრივი ვირუსის შემთხვევაში“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მთავარი საზრუნავი, საფიქრალი, მხოლოდ შენ, სტუმარი ხარ“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე მეგრელებზე

⭕ „სამყაროში უხილავი ღმერთი ჩანს!“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„ილუზიისგან გათავისუფლება: რატომ მეორდება ჩვენი ცხოვრების სცენარები?“ - რას წერს რამაზ გიგაური