Digest Logo

საქართველოში ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს - ამინდის პროგნოზი 3 ოქტომბრამდე

1664188268
შემოდგომის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში დათბება. ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს. 

„3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისშიც მიმდინარე კვირაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ყურადღებით უნდა დაგვიგდოთ ყური, ვისაც გამდიდრდება გინდათ“ - ფულის მოზიდვის ხერხები ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „ნაპოლის“ ფანებმა ხვიჩა კვარაცხელიას სიმღერა მიუძღვნეს

🎥 „დღეს გაგიზიარებთ 8 სუპერ საკვებს, რომელიც ბავშვის სხეულს ძალიან სჭირდება“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მშობლებს