Digest Logo

🎥 „სარძლოს მანამდეც ვიცნობდი…“- როგორი მამამთილია პანჩო?

1728383013
პანჩო პანჩო

ყველასათვის საყვარელი მუსიკოსი და მომღერალი, ლევან მგალობლიშვილი იგივე პანჩო, სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა.

„შიდა პანჩო იზიდავს გარეთა მუზას. იყო პერიოდი, როდესაც ერთი წელი გასულა და არაფერი დამიწერია. განწყობა უნდა რა საკვირველია. უფრო მეტი სიმღერა მაშინ მაქვს დაწერილი, როცა შეყვარებული ვიყავი. რაღაც არის ისეთი, რაც სათქმელია და სიმღერით გადმოვცემ. მე პროფესიონალი არ ვარ. ნოტები მე არ ვიცი. ჩემი ზარმაცობის ამბავია. სწავლის პროცესი არ მიყვარს.

ცხოვრებაში ის სიტუაცია გამოიცვალა, რაც ადრე იყო. ხალხი ეგოისტი გახდა. სადაც არ უნდა მიხვიდე ამას გრძნობ. მაშინ უფრო კარგი ცხოვრება იყო ეტყობა და სიახლე იყო. ახლა ვინც მღერის, ყველა მღერის. ურთიერთობა და გვერდში დგომა იყო სილაღე მაშინ. ბევრი ადამიანები მენატრება, ვინც მაშინ ცოცხალი იყო. დამაკლდა მეგობრები და ახლობლები.

ჯერ ვერ ვგრძნობ მამათილობას, სანამ შვილიშვილობას არ გამოვცდი. ძალიან მომწონდა მანამდეც ჩემი რძალი. ერთად ვართ ნამყოფები ქობულეთში და კახეთში. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბიჭი გონს მოეგო და კარგი შვილი მყავს. კარგი ურთიერთობა გვაქვს ძალიან“, - ამბობს პანჩო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დავითაშვილი ევროპაში კვირის საუკეთესო მოთამაშეა

🎥 „ბევრმა ფიქრმა შეიძლება დაგაბნიოთ და თქვენს ემოციებზე იმოქმედოს...“ - 8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

⭕ამინდი იცვლება! - განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით