რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის მოზარდი გადავარდა.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში „რუსთავი“ გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სარეცხს ხსნიდა, რა დროსაც ფეხი აუცურდა და გადავარდა. ინციდენტის შედეგად გოგონას ფეხის მოტეხილობა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ოქროსფერი ფოთლები, ყავა, გრძელი პალტო და ჩექმა - ჯანეტ ქერდიყოშვილის საშემოდგომო ლუქი
🎥 ნუცა ბუზალაძე მადრიდში შაკირას კონცერტს დაესწრო - ნახეთ, რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი
⭕ნუ მოექცევით მოდის გავლენის ქვეშ! - საშიში ტანსაცმლის სია, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა