მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა. მას ტელემაყურებელი მალე გადაცემაში „ნიჭიერი“ ჟიურის ამპლუაში იხილავს. იქამდე კი მომღერალი მადრიდში, შაკირას კონცერტზე იმყოფებოდა.
კადრები ნუცა ბუზალაძემ „ფეისბუკზე“ გაავრცელა:
„საუკეთესო დრო გავატარე მადრიდში
შემდეგი გაჩერებები: ბერლინი და ლოს-ანჯელესი“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
შეგახსენებთ, რომ შაკირა კოლუმბიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე და პროდიუსერია, რომელსაც ხშირად „ლათინურამერიკული მუსიკის დედოფალს“ უწოდებენ. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსია, ვისი ალბომების 95 მილიონზე მეტი ასლია რეალიზებული.
ცნობისთვის, ეს იყო კოლუმბიელი ვარსკვლავის პირველი გამოსვლა ესპანეთში ბოლო 8 წლის განმავლობაში და მას 50 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუ მოექცევით მოდის გავლენის ქვეშ! - საშიში ტანსაცმლის სია, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა
🎥 კლიმაქსის სიმპტომები და მკურნალობის ორი გზა - გინეკოლოგი ქალებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს
⭕როგორ ვაკონტროლოთ სიზმრები? - 5 მეთოდი, რომელიც გაცნობიერებული სიზმრის ნახვაში დაგეხმარებათ