Digest Logo

სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ვერ გავცემთ - ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

1672909109
ტელეწამყვანი, 2020 წელი

კლინიკა „ვივამედი“ მორიგ სასამართლო პროცესზე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს.

კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი იქნება ეს თუ რიგითი მოქალაქე, რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

„ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავე? ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ვერავითარ შემთხვევაში ვერცერთი პაციენტის, ექსპრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი, გასვლის რეკომენდაციას ვერ გავცემთ.

როცა ბევრად უკეთ იყო, მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია. ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობა, დავწერეთ და კი ნახეთ რაც დაემართა. იმის შემდეგ რაც დაემართა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არც განვიხილავთ რომ ჩვენს თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა ავიღოთ“, - აცხადებს „მთავართან“ ნინო ნადირაძე.