Digest Logo

სასკოლო ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა - დაღუპულია ერთი ადამიანი

1780734969
ავარია რუსთავში

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ერთ-ერთ მიკროავტობუსს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი მის წინ მოძრავ მეორე მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებული ბავშვები და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.