
სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები ხვალ, სამუშაო პირობების გაუარესების გამო, საპროტესტო აქციას და საგანგებო ბრიფინგს აანონსებენ. ინფორმაციას მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირი ავრცელებს.
ცნობილია, რომ აქციის მონაწილეები, მათი პრობლემებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის ქმედებების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართავენ.
„ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას პროფკავშირთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა, მის წევრ ექიმებსა და მძღოლებთან, დამსაქმებელი აუარესებს დასაქმებულთა შრომით პირობებს, კერძოდ:
• 2022 წლის დეკემბერში 10 წლის განმავლობაში პირველად, დასაქმებულებმა დეკემბრის თვის ხელფასის ერთჯერადი 100%-იანი დანამატის ნაცვლად, მიიღეს 70%-იანი დანამატი.
2023 წლის იანვრიდან გაუქმდა:
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევა და დეზინფექციის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵„ბედნიერები“ - რა ფოტოს აქვეყნებს დათის დედა
🎥 გიორგი ღოღობერიძისა და პატარა ნიკეს სასარგებლო რჩევები საზოგადოებას