Digest Logo

„საუკეთესო გრძნობაა ასეთი გოლის გატანა გულშემატკივრების წინაშე, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ“ - ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში სადებიუტო გოლზე

1738999220
ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოსთან“ გოლის და მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბედნიერია და სურდა, რაც შეიძლება სწრაფად გაეტანა პირველი გოლი.

ქართველი ფეხბურთელის თქმით, პსჟ-ში თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„ვფიქრობ, ყველა მეტოქის წინააღმდეგ ერთნაირად თამაშს ვცდილობთ, არ მნიშვნელობა მეტოქეს, ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გამარჯვებისთვის ვთამაშობთ და მოედანზე ბოლომდე საბრძოლველად გავდივართ. დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ და შედეგმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა.

საუკეთესო გრძნობაა ასეთი გოლის გატანა გულშემატკივრების წინაშე, წარმოუდგენელ ატმოსფეროში. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ამაღამ ყველაზე ბედნიერი ვარ. ვმუშაობდი და მინდოდა, რომ ეს სწრაფად მომხდარიყო (სადებიუტო გოლი ). პირველი გოლის გატანა ყოველთვის რთულია და ეს დღეს საღამოს მოხდა. შრომა უნდა გავაგრძელო, რათა ამ საოცარ გუნდში უფრო მეტი გოლი გავიტანო.

პსჟ-ში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, აქ ყველა და ყველაფერი კარგია, მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირებაა საჭირო. ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდში, ამ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, თავის გამოჩენა კი თითო გოლით და საგოლე პასით მოახერხა. ხვიჩა მესამე ქართველია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში გოლი აქვს გატანილი (გიორგი მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის შემდეგ).

„პარი სენ-ჟერმენი“ 21 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 53 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს, „ტულუზს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „ბრესტს“ დაუპირისპირდება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში?

⭕„გთხოვთ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, იგი დიდი ხანია სასულიერო პირად ასაღებს თავს“ – რუის-ურბნისის ეპარქია საზოგადოებას აფრთხილებს

⭕ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა