Digest Logo

საუკუნის ხმა და სცენის უცვლელი დედოფალი: ბათუმში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართა

1781383404
ნანი ბრეგვაძე

ბათუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კიდევ ერთ ისტორიულ და ემოციურ ღონისძიებას უმასპინძლა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართული სცენის დედოფლის, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება თავისი მასშტაბებითა და მონაწილე ხელოვანთა ვარსკვლავური შემადგენლობით ნამდვილ კულტურულ დღესასწაულად იქცა.

იუბილარ ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე წარდგნენ სხვადასხვა თაობის გამორჩეული მუსიკოსები, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი მონაწილეობდა. საღამოს წამყვანი კი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.