
ოპოზიციური პარტიის „ახალი“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.
გირჩი-დროას ოფისთან შსს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკოსმა სამართალდამცველებს.
გვარამიას შემდეგ ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია. პოლიციამ იქაც ჩხრეკა ჩაატარა „გირჩისა“ და „დროას“ საერთო ოფისში.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების ოფისებში ჩხრეკა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემს შვილს ოცნება ავუხდინე“ - სოსო ნებიერიძის ოჯახური ვლოგი მადრიდიდან
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება