Digest Logo

„საყვარელი ადამიანების დაკრძალვის შემდეგ, ყველაზე მძიმე მათი ნომრების ტელეფონიდან ამოშლაა“ - მოძღვარი ლევან ჯიქური განმარტავს, რას ართმევს წუთიერი სიამოვნება ადამიანს?

1752831797
მამა ლევანი ჯიქური

საყვარელი ადამიანების დაკრძალვის შემდეგ, კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მოძღვარი ლევანი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია მათი ნომრების ტელეფონიდან ამოშლა. თუმცა, არანაკლებ სევდა ჩნდება სულიერი შვილის - სტიქარის საკურთხევლიდან გატანისას, როდესაც ის ღვთის მსახურებას აცდენს და თავს ავლენს სხვა დამოკიდებულებებით: სიგარეტი, ლოთობა, უღვთო ცხოვრება.

„საყვარელი ადამიანების დაკრძალვის შემდეგ, ჩემთვის ერთი გულის ჩაწყვეტაა ხოლმე ტელეფონიდან მათი ნომრების ამოშლა.

და არანაკლები სევდა სცოდნია, შენი სულიერი შვილის, შენი სტიქაროსნის, სტიქრის საკურთხევლიდან გატანას.

გაგაქვს იმიტომ, რომ მან ღვთის მსახურებას, სიგარეტი ამჯობინა, ან ლოთობა, ან ვიღაცა მეძავის დაბერილი ტუჩები და რაღაცები, ან მარხვაში არა სამარხვო საჭმელები, ან ულოცველობა და ა.შ.

რაღაცას გემო გაუგო, ესიამოვნა და ამ დროებითისთვის მარადიულს კარგავს.

გახსენდება ამ დროს ბიბლიური შემთხვევები, თუ როგორ ისჯებოდნენ ადამიანები წამიერი სიტკბოსთვის.

ახალგაზრდა იყო ბიბლიური უფლისწული იონათანი, მან, მეფის და მამის, საქვეყნოდ გამოცემული ბრძანება, რომ თუ ვინმე ბრძოლის დასრულებამდე რაიმეს შეჭამდა, სიკვდილით უნდა დაესაჯათ - დააღვია.

ჯოხის წვერით თაფლი შეჭამა, შეიპყრეს და გულში მახვილი გაუყარეს.

იცი, რომ ესე გაუმწარდება ყველას, ამქვეყნიური ის სიტკბო და სიმაოვნება, რომელიც ღმერთს არ მოსწონს.

და გტკივა“,- წერს სასულიერო პირი.