Digest Logo

„საზღვრის დამრღვევები ნასვამები იყვნენ, დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს“ - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ თამაზ გინტურის მკვლელობაზე

1699335418
ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.

„მათი დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანის მესაზღვრისთვის დაჯახება და შემდეგ საქართველოში გადასვლა“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, უკანონო ქმედებების ჩასახშობად და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაისროლეს, ხოლო კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ, მათი ავტომობილის ბორბლებს ცეცხლი გაუხსნეს.

„შედეგად, ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაშავდა და გადაყვანილი იქნა საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მეორე კი დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რა აგივარდა თავში? რა ჰონორზე ხარ? გინდა წამში დაგიგდო? დაეშვი ცოტა...“ - თი მაჭავარიანი ყოფილ ქმარს მიმართავს

🔵თიკა ფაცაცია მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🔵🔵🎥 „გიო გეგმურ ვიზიტზე გვყავდა“ - ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს