ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „პოსტივის“ ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით შოკის მომგვრელი ისტორია გაიხსენა, სადაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
აღნიშნულ საკითხზე შალვა რამიშვილმა პირველი კომენტარი „ფორმულასთან“ გააკეთა და თქვა, რომ მსგავს პიროვნებას არც კი იცნობს.
„რაო, რა დაწერა, არ ვიცი, არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს. როდის იყო, ახლახან თუ? წარმოდგენა არ მაქვს ვისზე ლაპარაკობთ. 7-8 წლის წინ რა იყო, არც ეგ ვიცი. თუ აქვს გზა და იცის როგორც მოიქცეს, მე რატომ მაწუხებთ ეგეთ სისულელეებზე. არ ვიცნობ, უარვყოფ კატეგორიულად. ახლა მოდაშია ჩემი მსხვერპლობა, პროფესიად იქცა უკვე“, - ამბობს შალვა რამიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნატა გულიაშვილს ახალი მანქანა ჰყავს - „ჩემს შავ თმას უხდება ხო?“
🔵„მირეკავდნენ ჟურნალისტები, გავიგეთ, აპარატზე ხართ შეერთებულიო“ - რას იხსენებს ნინო ნადირაძე