Digest Logo

შავ ჯიპებში მსხდომი შუა ხნის კაცები ცდილობენ შეიტყუონ პატარა გოგონები მანქანებში - ადგილობრივი ქუთაისში მომხდარ გარყვნილ ქმედებაზე

1666189618
პოლიცია

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცები პატარა გოგონების მანქანაში შეტყუებას ცდილობდნენ.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, პირი არა სკოლის, არამედ მიმდებარე ტერიტორიებზე და გაჩერებებზე გადაადგილდებოდა.

„უკვე რამდენიმე  დღეა, ქუთაისის ქუჩებში, შავ ჯიპებში ჩამსხდარი შუა ხნის მამაკაცები ცდილობენ პატარა გოგონები მანქანებში შეიტყუონ. გარყვნილ ქმედებას აპირებენ ბავშვებთან. დავინტერესდი, რა თქმა უნდა, ამ საქმით და მოვიძიე გარკვეული მასალები. აღმოჩნდა, რომ თვითონ  სკოლებში არა, მიმდებარე ტერიტორიებზე დაახლოებით 11-12 წლის გოგონებთან ცდილობენ ურთიერთობის დამყარებას. არასრულწლოვნებს  სთავაზობენ შოკოლადს ან ეუბნებიან, რომ ყვავილები აქვთ ვინმესთვის გადასაცემი, მათ არ უნდა გამოჩნდეს და ხომ არ დაეხმარება“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევია.

„დაკავების ფაქტი გუშინ მოხდა. მანდატურმა შენიშნა, რომ გადაადგილდებოდა პიროვნება, რომელიც ბავშვებთან საუბრობდა. კაცის მოქმედება შესამჩნევი იყო და გაჩნდა ეჭვი იმის, რომ იყო არასასიამოვნო ფაქტი. როდესაც ბავშვები გაეცალნენ აღნიშნულ პიროვნებას მანდატურმა დაუძახა ბავშვებს, რომლებიც იყვნენ მერვე კლასის მოსწავლეები, გამოკითხა რაზე ესაუბრებოდა უცნობი პირი. უთხრეს, რომ მას ჰქონდა რაღაც თანხა, რომელიც უნდა გადაეცა მათთვის და გაყოლოდნენ ეს ბავშვები მას, რა დროსაც მანდატურმა ჩათვალა საჭიროდ მისულიყვნენ აღნიშნულ პირთან და ეკითხათ რაზე ესაუბრებოდა ბავშვებს. აღნიშნული კითხვის შემდეგ პიროვნება გაიქცა, ისინი [მანდატურები] დაედევნენ და დაიჭირეს“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა.