Digest Logo

🎥 „შეიძლება ასაკის ბრალია, მაგრამ ძალიან არ მსიამოვნებს ჭორების მოსმენა არც სხვაზე, არც ჩემზე“ - რას ამბობს სალომე გოგიაშვილი

1741893963
სალომე გოგიაშვილი

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. 4 შვილის დედა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავის მიმდევრებს ხშირად უზიარებს თავის შეხედულებებს – ჩაცმაზე, თავის მოვლაზე, იდეალურ სხეულსა და ბევრ საჭირბოროტო საკითხზე. როგორც თავად აღნიშნავს, გამომწერებს მისი სჯერათ და ყოველთვის ენდობიან.

სალომე გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ჭორებზე ისაუბრა:

„შეიძლება ასაკის ბრალია, მაგრამ ადრე თუ ძალიან აქტიურად ვისმენდი და ვჭორაობდი, ახლა ძალიან არ მსიამოვნებს. არც არავისზე მოსმენა, ჩემზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის. 

ნანუკა დამეთანხმება, სულ ერთად ვართ, მაგრამ არ ვჭორაობთ. მხოლოდ ერთმანეთს ვუზიარებთ ერთმანეთის აზრებს. 

სამეგობროშიც აკრძალული გვაქვს, რომ ვსხდებით არასდროს ვჭორაობთ“, - ამბობს სალომე გოგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეუდარებელი სილამაზე გაქვს“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ყველაზე სიმპათიური კაცი“ - ირაკლი მაქაცარია ახალ კადრებს გვიზიარებს

დემნა გვასალია GUCCI-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა