Digest Logo

🎥 „შეჯიბრება ნამდვილად არავისთვის მომიწყვია, ქორწილი 150 000 დამიჯდა, ყველაფერზე ვიყავით წამსვლელი“ - ვინ არის ქუთაისელი პატარძალი, რომლის ქორწილმა საზოგადოება აალაპარაკა

1718887532
ქუთაისელი პატარძალი

ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ბოლო პერიოდში გავრცელებული ვიდეო გრანდიოზული ქორწილიდან, რომელიც ქუთაისში გაიმართა.

ქორწილმა არამხოლოდ საქართველო, არამედ ევროპული მედიაც აალაპარაკა. ქორწილის დედოფალზე სიუჟეტი „დღის პოსტმა“ მოამზადა და საზოგადოებას მაკო ყაველაშვილი გააცნო.

„დღეს როგორსაც მხედავთ, ისეთი ვარ სულ. იციან თქმა, ეს სულ საბანკეტოთ გამოწყობილი დადისო და მე ასე ვგრძნობ თავს თავდაჯერებულად, ბევრად მეტ საქმეს ვაკეთებ როცა ასე გამოვიყურები. სხვის ქორწილებში დავდივარ ოსკარის კაბებით და შინაგანად სულ წითელ ხალიჩაზე ვარ.

შეჯიბრება ნამდვილად არავისთვის მომიწყვია. ჩემი დიზაინით ვიკერავ სულ კაბებს, საპატარძლო კაბაც აბსოლუტურად ჩემი დიზაინით შეიქმნა. ყველას ჩაცმაზე ვზრუნავ.

რა თქმა უნდა, რამე გრანდიოზული უნდა მქონოდა, რომ განსხვავებული ვყოფილიყავი ჩემი ყოველდღიურობისგან. ჩემი მიზანი იყო, ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა, რომ ვყოფილიყავი დედოფალი და თავი მეგრძნო პრინცესად.

დაახლოებით, 150 000 დავთვალეთ, ყველაფერზე ვიყავით წამსვლელი. ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა, მთავარი იყო სუფრა ყოფილიყო გაშლილი ლამაზად და საჭმელი არ მიყვარს როცაა დაყრილი“, - ამბობს მაკო ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:  

„ქალს კაცთან ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდა, ბრალდებულმა ვიდეო ფარულად გადაიღო და დაზარალებულს ემუქრებოდა...“ - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

„ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის“ - თაკო კორინთელმა და ლევან ნარეშელმა ჯვარი დაიწერეს

🎥 „ჰაბიბი“ - რატი დურგლიშვილის ცეკვამ სოცქსელი დაიპყრო