ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს და გარდაცვლილ მოსწავლეზე, რევი დემეტრაშვილზე წერს.
„შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა.. როგორ გვტკივა ყველას.. რევი “, – ვკითხულობთ „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, 19 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5:00 საათზე თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის რევი დემეტრაშვილია. რევი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელიც გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ავარია ონში - დაიღუპა 3 ადამიანი, 2 კი დაშავდა