Digest Logo

„შენდობა, პატიება, ეს უდიდესი შვებაა სულისა -ამას ემსახურება მარხვა და ლოცვა... შეინანეთ და ითხოვეთ შენდობა“ - მიხეილ ცაგარელი

1677509921
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წერ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის როგორც შენდობას, ისე სინანულს. ცაგარელი საზოგადოებას მეტი გულისხმიერების გამოჩენას, ლოცვასა და მარხვას სთხოვს. 

🔵„სამყარო გაძლევთ საშუალებას, რომ მიაღწიოთ ყველაზე დიდ წარმატებას წლის განმავლობაში“ - ვინ იქნება კვირის ფავორიტი

„შენდობა, პატიება, ეს უდიდესი შვებაა სულისა.
ეს არის კარმის დაწვის ყველაზე „მარტივი“ საშუალება.
მარტივია ხომ?
მაგრამ რატომ გვეძნელება მაინც?
პრობლემა რაშია?
ვერ ვხედავთ საკუთარ თავს დამნაშავის როლში…
ვფიქრობთ მხოლოდ ჩვენ გვატკინეს გული…
ვერ ვვარდებით სინანულში.
ცრემლიც კი გვიშრება, ისე ცივდება გული… ეს არის 21-ე საუკუნის პრობლემა, ადამიანებს გული გაუცივდათ.
აი ეს არის გადასალახი.

საჭიროა მეტი სიფხიზლე, თუ გავხდებით დამკვირვებელი და გავაცნობიერებთ დავინახავთ, რომ ჩვენც მოსატევებელი გვაქვს და შენდობა ვითხოვოთ…

ასევე ვაპატიოთ ყველას, სხვების მიმართ წყენა გავიქროთ და მაშინ ვიგრძნობთ თუ როგორ ჩაგვეხსნება სიმძიმეები და სული შემსუბუქდება.
ამას ემსახურება მარხვა და ლოცვა.

შეინანეთ და ითხოვეთ შენდობა. აპატიეთ და დალოცეთ. ყველას უსურვეთ სულის თავისუფლება“, - წერს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქვესკნელი, შუასკნელი და ზესკნელი...“ - პოსტი 3 ენერგეტიკულ შრესა და პატიებაზე

🔵„ვისაც ეს პოზიტიური მოვლენა გგონიათ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე ყველა იგრძნობთ საკუთარ თავზე“ – ოთო აბესაძე