დღეს, 27 თებერვალს მძიმე მარხვა დაიწყო, რომელიც 16 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გახსნილდება. აღდგომის მარხვის დაწყებას წინ მიტევების კვირა უძღოდა. პატიებაზე, სინანულსა და მაღალ მატერიებზე პოსტს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ამ დღეებში ბევრმა დაწერა მიტევებასთან დაკავშირებით და რა შეიძლება რომ ითქვას?
დედამიწაზე, სადაც ადამიანები ვცხოვრობთ ძირითადად 3 ენერგეტიკული შრე გვაქვს. თუ ძალიან ღრმად არ შევალთ. ესენია: ქვესკნელი, შუასკნელი და ზესკნელი.
აქ იმხელა ბალანსია დაცული, რომ ადამიანი დაცემის დღიდან ზესკნელიდან, ანუ მაღალი ენერგოვიბრირების სიხშირიდან, სადაც მოპოვებული ჰქონდა მარადიულობა, სულიერება და + ყოველმხრივ განვითარებულობა, დაეცა და დაეცა ზღვარზე. ზღვარი კი გადის შუაში, ანუ შუასკნელზე.
არჩევანი კი ბუნებრივია რომ ადამიანზეა, აირჩევს ქვესკნელს თუ ზესკნელს. სამწუხაროა, მაგრამ ადამიანს იმხელა „ეგო“ აქვს და ეს უკანასკნელი იმდენად მართავს მას, რომ ელემენტარულ საკითხებშიც კი უჭირთ ერთმანეთის გაგება და პატიება. პატიებას კი გააზრება უნდა. არადა აუცილებელია მიტევება. ვინც ვერ ახერხებს პატიებას, ხშირად, პრესინგს მიმართავს საკუთარ თავზე და ფსიქიკურად იტრავმება. გამუდმებით შემაწუხებელი აზრები ართმევს ადამიანს სიცოცხლის ხალისს და უვითარებს ბოღმას. შეიძლება ერთიანად ვერ აპატიო ადამიანს ყველაფერი, თუმცა ყველა უნდა ვვარჯიშობდეთ იმაზე, რომ როგორც შეგვეძლება დავზავდეთ და ვაპატიოთ.
ადამიანი ვერ დაინახავს ზესკნელის ენერგოვიბრირებას, ვერც „ღვთის მაცნეებს“, რომლებსაც ანგელოზები ჰქვიათ, ვერც ცოდნა და მადლი ვერ გადმოვა მასზე, თუ შინაგანად ირჩევს დაბლა ყოფნას. ურჩი სული განწირულია განადგურებისთვის. მაღალი კოსმიური შრეებიც გაიხსნება მაშინ, როცა მაგ ტალღაზე ადამიანი სულიერად მოინდომებს გადასვლას. მერე უკვე ღვთიური და ადამიანური ბუნების შეერთება იწყება.
პატიების მიღმა კი ზოგადად „მარხვა“ ეს ერთგვარი შინაგანი განცდაა. როცა რაიმეს განიცდის ადამიანი და თან გულით, ისე რომ ჩაქსოვილია მომხდარში მთლიანად, აბა დაფიქრდით, შეუძლია მას რამე მიირთვას?
აი, ეს არის მარხვა.
ბედნიერ სამუშაო კვირას და ერთმანეთის ურთიერთპატივისცემას გისურვებთ ყველას!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გაზაფხული გვიახლოვდება - საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება
🎥 ნუცა ბუზალაძის ნამღერმა ამერიკელი ჟიურის წევრები გააოცა - ქართველი მომღერლის კიდევ ერთი წარმატება