24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა.
აღნიშნულ სამწუხარო ფაქტზე, სოციალურ ქსელში ემოციურ ტექსტს აქვეყნებს გარდაცვლილის შვილიშვილი, მარიამ ხარაძე:
„დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა…
წავიდა ადამიანი, რომელმაც გამზარდა, დამიცვა, მასწავლა როგორ უნდა გიყვარდეს უანგაროდ და როგორ აკეთო სიკეთე ჩუმად, გულით.
ჩემი ბებიკონა იყო ჩემი სიმშვიდე, ჩემი სიცილი, ჩემი ბავშვობა და ჩემი ძალა.
მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო, მის ხმაში ნუგეში, მის თვალებში უსაზღვრო სიყვარული.
შენს გარეშე ცხოვრება სხვანაირია ბე.
მადლობა ჩემო ბებიკონა, იმ კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც მხოლოდ შენ შეგეძლო შენებურად გექნა… შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს.
ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“, - წერს მარიამ ხარაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტრაგედია ანრი ჯოხაძის ოჯახში - მომღერალს დედა გარდაეცვალა
⭕წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
⭕„ყოველთვის განსხვავებული“ - ანუკი არეშიძის ორიგინალური მაკიაჟი და ლუქი სოცქსელს იპყრობს