
„ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მუხლი ამოიღო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნების საკითხზე საუბრისას.
„ახლა ყველასთვის ნათელია, თუ რატომაც გააკეთეს ეს - მათ ეშინოდათ, რომ რაღაც მომენტში რომ ყოფილიყო იმის რისკი, რომ ისინი გასამართლებულიყვნენ, ეს მუხლი არ უნდა არსებულიყო. რა თქმა უნდა, ეს მუხლი იქნება. ერთადერთი სიტყვა იცვლება - თუ ადრე იყო „სახელმწიფოს ღალატი“, ამ შემთხვევაში იქნება „სამშობლოს ღალატი,“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენის საკითხი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „როცა მამაჩემი ცეკვავდა მეორე სეზონში, მე დაახლოებით 5 წლის ვიყავი...“ - რას ამბობს სანდრო საბაძე