საქართველოს პატრიარქი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
„ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „თითქოს ზღაპარში ვიყავი და ყველა კუთხეში რაღაც მისტიკური იმალებოდა“ - თიკა ჯამბურია სამეგრელოზე