მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს (ახ.სტილი) მაცხოვრის შობას აღნიშნავს. „დაიჯესტი“ შობის პერიოდთან დაკავშირებულ სადიდებელ ლოცვას ღვთისმშობლისადმი გიზიარებთ, რომელიც 6 იანვრის - საღამოდან 13 იანვრის - დილის ჩათვლით იკითხება.
ლოცვა უნდა იკითხოს მშვიდად, სერიოზულად, სულიერ განწყობაზე.
„ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ქალწული ყოვლადწმიდა ღმრთსმშობელი. ჯერ არს დუმილი, ვინაითგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუენისა შევსწიროთ შესხმა, რომლითა გადიდოთ შენ“.
ცნობისთვის, მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, შობის წინა ღამიდან 6 იანვარს, გრძელდება განსაკუთრებული ლოცვების პერიოდი ღვთისმშობლისადმი. ერთ-ერთი სადიდებელი ლოცვა, რომელიც 6 იანვრიდან 13 იანვრის დილამდე იკითხება, მიმართულია უფლის დედისადმი მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვისთვის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნინა ხომერიკი 2026 წლის პროგნოზზე: აქ აღარ არის „მე ვიმსახურებ“, აქ იქნება „უნდა დაიმსახურო“