Digest Logo

შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა

1692453793
ზაზა მესხი

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება.

ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს:

„ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“.

ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.

ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. მაშველები კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას ასევე არასრულწლოვან ბიჭს.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ცხედარი. დაკარგულია 6 ადამიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვაგრძელებთ... ჩემი და-ძმა და დედა, სხვანაირად ვერ აღვიქვამ ამ სამ ადამიანს“ - მარიტა გუტაშვილი

„მიყვარს თქვენი მშვენიერი ოჯახი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ბიჭმა დაიღრიალა, არ გამიგია ეგეთი ხმა ადამიანის. ამოიყვირა და ერთი ნაბიჯი გადადგა“ - ვაჟა ცეცაძე დავით ჯელაძეზე

წყარო: www.radiotavisupleba.ge