Digest Logo

შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ

4/8/2023 • 8:42
მერა ნინიძე

შოვში, სადაც სტიქიას ებრძვიან და ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგული მოქალაქეების ძებნა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით რაჭაში იმყოფებოდა მერაბ ნინიძის ქალიშვილი - მარიამ ნინიძე სამ შვილთან და დედასთან ერთად. მათი ინფორმაციით, მსახიობის ოჯახის წევრები უვნებლად არიან და შინ ბრუნდებიან.

„მარიამს ვესაუბრე, ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ღამის გათევა მანქანებში მოუწიათ; არავინ დაშავებულა და ახლა სახლში ბრუნდებიან“,  - ამბობს  თემიკო ჭიჭინაძის ქალიშვილი, ლიზა ჭიჭინაძე.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.

კურორტ შოვში მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 140-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.