Digest Logo

შუქი გაითიშება! - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1754024615
შუქის შეეზღუდვა

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიშველაძის, დამპალოს, გახოკიძის, ბერიაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების  მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტალების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტალის, ზღვის უბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტალის, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შენგელიას, ბრონშტეინის, ხევძმარის, ონის და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მზე რომ ანათებს მრცხვენია, ვბრაზობ, გული გამეგლიჯა“ - ქართველი მეზღვაური მოულოდნელად გარდაიცვალა

„უსასრულო ხედები, დროის მიღმა მომენტები“ - ლიზა ჩიჩუა ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„ჰარმონიული წყვილი, თვალს რომ ვერ მოსწყვეტ და გსიამოვნებს მათი ცქერა“ - ნოე სულაბერიძე ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს