Digest Logo

🎥 „შვილი არა, შვილები დავკარგე... ერთად არიან დაკრძალული“ - ამირან გამყრელიძე ოჯახურ ტრაგედიაზე

1793605824
ამირან გამყრელიძე

„შვილი არა, შვილები დავკარგე... დიდი ტრაგედია იყო, ამიტომ არ ვსაუბრობ ამაზე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „სახალხო ინტერვიუში“ განაცხადა, სადაც რესპონდენტმა უცნობი ადამიანების მიერ დასმულ მძიმე და პირად კითხვებს უპასუხა.

გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მაყურებელმა მას ოჯახის ყველაზე დიდ ტრაგედიაზე ჰკითხა, რა დროსაც მისი შვილი და მისი საცოლე ერთად დაიღუპნენ.

„შვილი არა, შვილები დავკარგე... სამწუხაროდ, ორნი - შვილი და მისი საცოლე, რომლებიც, ვთქვათ, დღეს ერთად არიან დაკრძალული. ეს 1995 წელს მოხდა, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ქორწინდებოდნენ. ისინი 20 წლისები იყვნენ, ერთად სწავლობდნენ.

კახეთის გზაზე პატარა აგარაკი გვქონდა და იმ დროს ეს სახლები იძარცვებოდა ხოლმე. ეს ჩემი შვილი დადიოდა იქ შესამოწმებლად და იქიდან უკანა გზაზე მოხდა ეს ტრაგედია, როცა სატვირთო მანქანას წინა საბურავი გაუსკდა და დაეჯახა ამათ. სამწუხაროა ძალიან, ნუ, დიდი ტრაგედია იყო, ამიტომ არ ვსაუბრობ ამაზე. როგორც იცით, სამი შვილი მყავს - ასე ვამბობ: ერთი ცაშია, ხოლო ორნი უკვე დამოუკიდებელი ხალხი არიან“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕