ქიმიკოსი მერი სადრაძე, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა:
„ძალიან მხიარული და ცელქი გოგო ვიყავი. ბევრ რამეზე ვვოცნებობდი. მაინტერესებდა რომ ჩემი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო. წარმატებით ჩავაბარე მისაღები გამოცდები და ჩავირიცხე. ყველაფერი მიდიოდა კარგად.
ცოტათი ყურადღება მოვადუნე დათოზე, ჩემ შვილზე, რადგან ჩემი ძმა გარდაიცვალა. შვილი მომიკლეს 17 წლის იყო. სახლში მოვიდნენ ჩემთან, ჩაიყვანეს დათო გარაჟში და ჩემი უფროსი შვილის განწირული ხმა გავიგე. მივხვდი რომ ცუდი ამბავი იყო და ჩემი დათო იყო იატაკზე. მიზეზი დღესაც ვერ გავიგე. დათოს გარდაცვალების მერე, იგი გაამართლეს. რაღაც საკითხი იყო გასარჩევი და როცა გაარჩიეს, იგი მართალი აღმოჩნდა. მე ვაპატიე შვილის მკვლელს და ციხიდან გამოვიყვანე.
პატრიარქთან და მეუფესთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ამბავმა, პატიება ვერ წარმოვიდგინე. მეუფე თადეოსთან მივედი კლინიკაში, იგი მუხლმოყრილი იყო და ლოცულობდა. უცებ ყურებში ჩამესმა ხმა, აპატიე“, - ჰყვება მერი სადრაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ ვიბრძოლებ...პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს...“ - რას წერს ილია თოფურია
⭕„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ, ილოცონ“ - მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს