
ხაშურის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული კაცი მოკლეს. გარდაცვლილი უსინათლო იყო და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იგი სასიკვდილოდ თავისმა სიძემ გაიმეტა.
გარდა ამისა, მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ მოკლულის ცოლიც ნაცემია.
„სიძემ მოკლა სიმამრი, გაიქცა და აუყვანიათ.
5 წელია ბიჭი აქ ცხოვრობდა, გოგო ჰყავს ოჯახს და ერთად ცხოვრობდნენ.
შიგნით რა ხდებოდა არ ვიცით, ზედმეტი არ გაგვიგია სამეზობლოს.
მეუღლეც ძალიან ნაცემია და რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მგონი დანით არის მოკლული“, - ამბობენ ადგილობრივები.
ასევე დაგაინტერესებთ: