
აღდგომის ღამეს ახმეტაში კაცი მოკლეს. მოკლულია აჩიკო ჯაბანიშვილი. შემთხვევა 19 აპრილს ახმეტაში მოხდა.
ადგილობრივებია თქმით, აჩიკო ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
„სიკეთით სავსე შვილი მყავდა. ვის რას უშავებდა, რომ ამ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს და მომიკლეს. პირველი მე ვნახე. სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში და უკვე აღარ იყო. ვის რას უშლიდა ჩემი შვილი. მაგრამ ის ვიცი, რომ უთვალთვალებდნენ, ბოლო 2 დღე სურათებს უღებდნენ და თურმე რა ჰქონიათ განზრახვა" - ამბობს გარდაცვლილის დედა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამას გამოძიება დაადგენს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„20 წელი შენს გარეშე“ - შორენა ბეგალიშვილი რუსთავში გაემგზავრა
⭕მარიამ შენგელია წითელ კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი, დახვეწილი და გემოვნებიანი“