Digest Logo

„სიხარულისა და უბედურების განცდა ერთდროულად მქონდა, ცრემლიც ორივე მიზეზით მომდიოდა“ - რას ჰყვება დათო კენჭიაშვილი

1758660773
დათო კენჭიაშვილი

დათო კენჭიაშვილის „უცნობი მხარე“👇 

– ვინ არის დათო კენჭიაშვილი?

დათო კენჭიაშვილი: საკუთარი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც ცდილობს, საკუთარი სამშობლო მთელ მსოფლიოს სწორი რაკურსით დაანახვოს, კერძოდ, ხელოვნების განხრით. ჩემი ცხოვრების მთავარი მისია ხელოვნების სამსახურია და დარწმუნებული ვარ, რომ მე ის უნდა შევასრულო, შემდეგ კი ესტაფეტა მომავალ თაობებს გადავცე.

– შეგიძლიათ, გაიხსენოთ სიხარულით გამოწვეული და ტკივილიანი ცრემლი...

– 2008 წელს ბაბუა გარდამეცვალა. მის პანაშვიდს ჩემი სიმღერის პრემიერა დაემთხვა. ქალბატონი ლელა თათარაიძის „შენმა სურვილმა დამლია“ - ამ ნამუშევარზე ვსაუბრობ. ძალიან მძიმე იყო იმაზე ფიქრი, რომ ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასმა და საყვარელმა ადამიანმა ვერ მოასწრო ამ სიმღერის მოსმენა, ვერ გაიზიარა ის ბედნიერი მომენტი, როცა ჩემი ხელოვნება სამყაროსთან იწყებდა ინტეგრირებას და ასევე, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მაშინ სიხარულისა და უბედურების განცდა ერთდროულად მქონდა, ცრემლიც ორივე მიზეზით მომდიოდა. ძალიან უცნაური განცდები იყო. სიმართლე რომ ვთქვა, მაშინ სხვანაირად დავინახე ცხოვრება. ვფიქრობ, რომ ერთი ნაბიჯით გავიზარდე და შედარებით „დიდი ბიჭი“ გავხდი. განსაკუთრებული მომენტი იყო, რომელიც ალბათ, მუდმივად მემახსოვრება.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში?

– ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის მეშინია. ვერ ვიტყვი, რომ არაპროგნოზირებადი ვარ ან ამ შიშისთვის რამე კონკრეტული მიზეზი მაქვს, მაგრამ არ მავიწყდება, რომ ადამიანის ცხოვრება მილიონი ნაწილაკისგან შედგება და ჩვენ არ ვიცით, როდის რა დაგვხვდება წინ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სასწაული გოგო ხარ, დედასავით ლამაზი!“ - ლელა წურწუმია შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს

„არსებობს შეცდომის დაშვების ან უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენის რისკი, ამიტომ სიფრთხილით მიუდექით ყველაფერს“ - 24 სექტემბრის ასტროპროგნოზი

„რომ დავინახე, კინაღამ ავდექი და დავიძახე... ძალიან გამიხარდა“ - თამო ვაშალომიძე მატილდა გვარლიანზე

წყარო: tbiliselebi.ge