Digest Logo

„სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია, ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს“ - შალვა პაპუაშვილი

1739693689
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია. ორი პატარა სიცოცხლის დაკარგვა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის.

ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას“, - წერს პაპუაშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცრად ნიჭიერი და საამაყო პიროვნება“ - როლანდ ოქროპირიძე ლადო ასათიანის „უსათაუროს“ კითხულობს

⭕„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა" - პრეზიდენტი

⭕ „ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს“ - ირაკლი კობახიძე