Digest Logo

🎥 „სიყვარული ყველას უნდა“, „ალავერდობა“, „ვერის უბნის მელოდიები“- 17 თებერვალი ლეგენდარული გიორგი შენგელაიას გარდაცვალების დღეა

1739768728
შენგელაია გიორგი

2020 წლის 17 თებერვალს ლეგენდარული მსახიობი და რეჟისორი, გიორგი შენგელაია, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.

მას ეკუთვნის ასევე „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და ფილმი „ხარება და გოგია” (1987).

გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი „მიდიოდა მატარებელი“.

ნათამაშები აქვს ფილმებში – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ჩვენი ეზო“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „ქვიშანი დარჩებიან“.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „რასაც ყოველთვის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ახერხებს, მეფერება სადაც მომწვდება, თუნდაც ასე, გაუშლელი თითებით… ამიტომ მჯერა, რომ გავიმარჯვებთ“ - ანა ჯაბაური ემოციურ კადრებს აქვეყნებს