Digest Logo

„სოფელს, აჭედილ საყდრის ეზოდან - კაცის სიკვდილის ხმები ესმოდა“ - რატი ამაღლობელმა მოკლულ გინტურზე ლექსი დაწერა

1699948208
რატი ამაღლობელი

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

რატი ამაღლობელმა მოკლულ გინტურზე ლექსი დაწერა:

„საყდრის კარები
(თამაზ გინტურს)

მზე გადასული იყო ნახევრად,
შინ ბრუნდებოდა ტყიდან ნახირი.
ჩნდებოდა წითლად გზა-გზა ლაქები,
დიოდა ძროხა ზანზალაკებით.

ცოტა ხნით ადრე სოფლად მოისმა
მეხის გავარდნა, ანუ სროლის ხმა.
სოფელს, აჭედილ საყდრის ეზოდან -
კაცის სიკვდილის ხმები ესმოდა.

ქალი დაქვრივდა, შვილი დაობლდა,
ოღონდ მანამდე სასაფლაოდან
საყდრის ეზოსკენ ბილიკს აუყვა,
საყდარს დახშული კარი გაუღო.

მერე გაისმა ხმები საზარი,
ისროდა ტაძრის გადამრაზავი.
ისროდა მთელი ბნელი რუსეთი,
ხელში შოლტით და ჯვარცმის ლურსმნებით.

და მაინც საყდრის კარი გაიღო,
და კაცმა თავი მსხვერპლად გაიღო.
კაცი ვეება ძალას შეება,
გახსნა დახშული ცათა ბჭეები.
გულები გახსნა და შიგ სათბურად
დაისადგურა“, - წერს რატი ამაღლობელი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა

🎥 „არასოდეს არ აგდებს ხარისხს ქვემოთ და ის ნიშა, რაც მას უჭირავს უპირობოდ უკონკურენტოა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ლელა წურწუმიაზე

🔵წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი