Digest Logo

„გულშემატკივარი და ჭკუის დამრიგებელი ცოტა მყავდა, მაგრამ ერთი რჩევა სულ მემახსოვრება...“ - როგორ იხსენებს სტუდენტურ წლებს ზურა შევარდნაძე

1763355772
 ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად ზურა სოციალურ ქსელში სტუდენტობის პერიოდის მოგონებას აზიარებს. როგორც წერს, სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ გულშემატკივარი და ჭკუის დამრიგებელი ძალიან ნაკლები ჰყავდა, რის შედეგადაც ბევრ შეცდომას უშვებდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ადამიანი, ვისგანაც დიდი მხარდაჭერა მიიღო, იყო მისი მასწავლებელი გულნარა კიკნაძე, გონიერი და გულიანი ქალი მელიქიშვილის ქუჩიდან.

ზურა იხსენებს განსაკუთრებულ რჩევას, რომელიც მასწავლებელმა მისცა:

„სოფლიდან რომ ჩამოვედი და სტუდენტი გავხდი პირველ ხანებში თავს მარტო ვგრძნობდი, დავცილდი დიდ ოჯახს, მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. გულშემატკივარი და ჭკუის დამრიგებელი ცოტა მყავდა, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ძალიან გამოუცდელი ვიყავი, სულ არაფერი მებადა.

ერთ-ერთი ვისი იმედიც მქონდა ჩემი მასწავლებელი, გულნარა კიკნაძე იყო, ჩემი დეიდების მეზობელი, გონიერი ძალიან გულიანი ქალი, მელიქიშვილის 7 ნომრიდან. ბევრი რამე უსწავლებია, ბევრი დამხმარებია, დავურიგებივარ და გავუფრთხილებივარ, სულ მადლიერი ვარ მისი.

ერთხელ დამიბარა, დიდ ფართო აივანზე გამიხმო და მკაცრად მითხრა, დღემდე მახსოვს სულ მემახსოვრება:

„ყველა ადამიანს ესიამოვნება ქათინაური, შექება და მოფერება. იცოდე ეს ჩემგან!!! არასდროს, არასდროს, არაფრის დიდებით არ უთხრა ადამიანს ტყუილი!!! უშნოს არ უთხრა რომ ლამაზია!!! რაც უნდა შეუხედავი იყოს ადამიანი რამე მაინც ექნება ლამაზი. დააკვირდი და თუ გინდა გაახარო უთხარი სიმართლე. რა ლამაზი ხელები გაქვთ, რა ლამაზი თმები გაქვთ, რა ლამაზი ფერის თვალები გაქვთ, რა ლამაზად და გემოვნებით გაცვიათ. ტყუილი ცუდია, აკნინებს, აფუჭებს და აუფასურებს ადამიანს. ტყუილი უფრო მთქმელს არ შვენის ვინემ ვისაც ეუბნები იმას“.

სანამ ვარ სულ მემახსოვრება: „არასდროს, არასდროს, არაფრის დიდებით არ უთხრა ადამიანს ტყუილი!!!!!“, - წერს ზურა შევარდნაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„სირთულეები გელით...ყოფილები? - ესეც... ოღონდ ემოციურად აღარ მივუდგებით“ - ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი