თავბრუხვევა, ხელების კანკალი, ღებინება, სისუსტე - ეს ის სიმპტომებია, რომელიც სოკოთი მოწამვლას ახასიათებს. ტაბატაძეების ოჯახი და მათი მეზობელი ტყეში დაკრეფილმა სოკომ მოწამლა. ტაბატაძეების ოჯახის გარდა, ზესტაფონის „ფერომედის“ კლინიკას, იდენტური სიმპტომებით, კიდევ 26-მა პაციენტმა მიმართა.
სოკოთი მოწამვლის შემთხვევები არა მხოლოდ იმერეთში, დაფიქსირდა აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონშიც.
რთულია მართვა, თუ დაგვიანებულია სპეციალისტთან მიმართვა, ამიტომ ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ყურადღებით იყვნენ სიმპტომების გამოვლენის პირველივე პერიოდში. საპრევენციო რეკომენდაციებს გასცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო.
მოწამვლის შემთხვევაში კი ჯობია მალევე მიმართოთ ექიმს.
ექიმები, სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციას არ გასცემენ და ურჩევენ მოქალაქეებს, დროულად მიმართონ კლინიკას. პრევენციისთვის კი მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ტყეში სოკოს კრეფისგან და არჩევანი მაღაზიებსა თუ აგრარულ ბაზრებში განთავსებულ პროდუქტზე გააკეთონ.