
ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 69 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 219 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
ამჯერად მოგზაური ქალაქ ვაროშაში იმყოფებოდა. ეს არის ადგილი, სადაც 50 წლის წინ სიცოცხლე შეწყდა.
„დროშია ქალაქი გაყინული. ჩერნობილზე დიდი დასახლება მოჩვენებების ქალაქადაა ქცეული.
თვითონ გონება აცოცხლებს ამ ქალაქს. მთლიანად შემოსაზღვრულია, კამერები აყენია ყველგან და გაფრთხილებენ, ჯარისკაცები აკონტროლებენ ყველაფერს.
ქალაქი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა და მისი გარკვეული ნაწილი ტურისტებისთის ხელმისაწვდომი გახდა...“, - ამბობს სოსო ნებიერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თამარ ალადაშვილი მეორე შვილს ელოდება - „წელიწადი და შვიდი თვე იქნება შუალედი ბავშვებში“