
სწრაფი სესხი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას
ალბათ ერთხელ მაინც გქონია ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელფასიდან ხელფასამდე მთელი თანხა შემოგეხარჯა და თვის ბოლოს მოგიწია, შენთვის მნიშვნელოვან რაიმეზე უარის თქმა. ასეთ დროს ყველაზე ხელსაყრელია სფეისის ონლაინ კრედიტი. ონლაინ სესხის აღებას სულ რაღაც 5 წუთი ჭირდება. თუ ჯერ არ ხარ დარეგისტრირებული, აუცილებლად გადმოიწერე აპლიკაცია და გახდი სფეისელი, ეს მხოლოდ 2 წუთს წაგართმევს. ამის შემდგომ თავისუფლად შეძლებ სფეისის სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობას.
სამომხმარებლო სესხი, ონლაინ
სფეისის აპლიკაციიდან სესხი შეგიძლია აიღო დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ადგილიდან. ამას რა უპირატესობა აქვს? სფეისში სესხს იღებ ჩვენი აპლიკაციიდან, რომელსაც არ სჭირდება უზრუნველყოფა, არც ფილიალის რიგში დგომა, და არც ზედმეტი გაცემის და მომსახურების საკომისიოს გადახდა. თუ ჯერ არ გსმენია ჩვენზე, იცოდე რომ სფეისში არ გვიყვარს საკომისიოები. სესხის წინსწრებით დაფარვა თუ მოგინდება, ყველანაირი ჯარიმის გარეშე შეძლებ ამას.
მომხმარებელზე მორგებული ონლაინ სესხი
რას ნიშნავს მომხმარებელზე მორგებული სესხი? აპლიკაციიდან ონლაინ სესხის აღებისას თავად უთითებთ სესხის რაოდენობას, მხოლოდ გაითვალისწინე: თანხა უნდა იყოს მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 50 000 ლარამდე. სფეისში წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 19%-დან 50%-მდე მერყეობს. ამის შემდეგ უკვე ირჩევ რამდენის გადახდა გსურს ყოველთვიურად, ჩვენ კი ამ თანხას გადაგინაწილებთ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 48 თვის ვადით.
სწრაფი სესხის პირობები:
- ონლაინ სესხის ასაღებად მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 65 წლის უნდა იყო.
- შენი ყოველთვიური შემოსავალი უნდა იყოს მინიმუმ 200 ლარი.
- ონლაინ სესხის დასამტკიცებლად შეიძლება დაგჭირდეს იჯარის/ქირის, ხელფასის ან დივიდენდის ბოლო 4 თვიდან 3 თვის ჩარიცხვის საბუთის ატვირთვა.
- სფეისში მხოლოდ ერთი სესხის აღება შეგიძლია, მაგრამ სესხის გაზრდა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, 50 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში.
გამოთვალე სავარაუდო სესხის ლიმიტი
გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბროთ ჩვენს ბოტს FACEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს.
თუ სესხის კალკულატორის ან ჩვენი ბოტის დახმარებით, უკვე გაიგე შენი სესხის ლიმიტი და არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეაჩერე, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლიუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.