
სწრაფი სესხი სფეისისგან.
თუ ჯერ არ გსმენია სფეისის ონლაინ სესხის შესახებ, დროა მასზე მეტი გაიგო. სფეისი არის საქართველოში პირველი ციფრული ბანკი, რომელიც გთავაზობს შენზე მორგებულ პროდუქტებს, მათ შორის სწრაფ სესხს. რას ნიშნავს შენზე მორგებული სესხი? ამას ახლავე აგიხსნით, მანამდე კი გადმოწერე სფეისის აპლიკაცია და დარეგისტრირდი ჩვენს მომხმარებლად, სულ რაღაც 2 წუთში.
რა უპირატესობა აქვს სფეის სესხს?
სფეისის ონლაინ სესხის ასაღებად არ გჭირდება ადგილმდებარეობის შეცვლა, ბანკში მისვლა, რიგში დგომა და ამ პროცესის კიდევ რამდენჯერმე განმეორება. სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი ხელმისაწვდომია პირდაპირ შენი მობილური ტელეფონიდან და სესხის აღება შეგიძლია 5 წუთში. კარგად გვესმის რამხელა დისკომფორტია, როდესაც ფული სწრაფად გჭირდება და ამისთვის ბანკში საკმაოდ დიდი და დამღლელი პროცესის გავლა გიწევს, თანაც ეს სერვისი მხოლოდ სამუშაო საათებშია ხელმისაწვდომი. ნუ დაელოდები ხვალინდელ დღეს, ორშაბათს, სამუშაო დღის დაწყებას, სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი ხელმისაწვდომია 24/7ზე, ნებისმიერი ადგილიდან: ოფისიადან, სახლიდან თუ კურორტიდან.
რა უნდა გაითვალისწინო სესხის აღებამდე?
სწრაფი ონლაინ სესხით სარგებლობისთვის, მინიმუმ 100 ან მაქსიმუმ 50,000 ლარზე უნდა გააკეთო განაცხადი. სესხი 700 ლარამდე შეგიძლია აიღო, ახალი მობილური თუ დაგჭირდა, ან შეგიძლია სესხი 2000 ლარამდე მოითხოვო, ახალი ლეპტოპის შესაძენად. ნებისმიერი მიზნისთვის შეგიძლია აიღო სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი, მთავარია 50,000 ლარს არ გადააჭარბო, მიზეზს სესხის აღებისას ჩვენ არ გეკითხებით.
ონლაინ სესხის აღებისას გადახდის გრაფიკი შეგიძლია შენზე მოირგო. აპლიკაციაში გაჩვენებს კალენდარს, შენ კი აირჩევ რა რიცხვში გსურს ყოველთვიურად თანხის დაფარვა და მომდევნო თვიდან, შენ მიერ მითითებულ დღეს გადაიხდი სესხს. თუ სესხი წინასწარებით დაფარვას მოინდომებ, სფეისში არც ამისგან შეგიქმნით პრობლემას, გადახდას შეძლებ ყველანაირი საკომისიოს და ჯარიმის გარეშე. სწრაფ სესხში იხდი მხოლოდ შენს მიერ მითითებულ თანხას, და საპროცენტო განაკვეთს.
რამდენია შენი სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტი?
გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბრო ჩვენს ბოტს FACEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს.
თუ სესხის კალკულატორის ან ჩვენი ბოტის დახმარებით, უკვე გაიგე შენი სესხის ლიმიტი და არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეაჩერე, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.