Digest Logo

სტამბულის აეროპორტში ვანო მერაბიშვილს სცემეს

1613907460
ყოფილი შს მინისტრი

სტამბულის აეროპორტში ერთი თვის წინ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ცემეს.

გავრცელებულუ ინფომაციით მერაბიშვილს სასტიკად გაუსწორდნენ, მას სახე გასისხული ჰქონდა და პირბადით იფარავდა.

მიშა ისე მომწონდა, ქუჩაში ვიდექი და პლაკატს ვუყურებდი - მერაბიშვილისა და სალაყაიას უცნობი ისტორია

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 31 წლის ასაკში 17 წლის თაკო სალაყაიაზე დაქორწინდა.

ახლა წყვილი კამერებთან ნაკლებად ჩნდება, მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა არ სურთ. ვერსად ვერ წააწყდებით სალაყიას ინტერვიუს ან რაიმე ახალ ამბავს მასზე. ის თითქოს აღარ არსებობს მედიისთვის, არადა იყო დრო როდესაც ყურადღების ეპიცენტრში იყო.

როგორც ცნობილია, სა­ლა­ყა­ია ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ა­ს მეჯვარე იყო, რო­დე­საც ჯვარი მომღერალ ზურა ხაჩიძეზე დაიწერა. თაკოს ბო­მონ­დუ­რი სა­მე­გობ­რო­დან სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ნინო ჩხე­ი­ძე, თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ლელა კი­ლა­ძე შე­მორ­ჩნენ…

როგორც წესი, ყოფილი მინისტრი, მეუღლეზე საუბარს თავს არიდებდა. ქორწინებიდან მალევე, მათ პირველი შვილი, მიშო მერაბიშვილი შეეძინათ.

„მომ­წონ­და ეს სა­ხე­ლი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი დაარქვაო. ძა­ლი­ან მომ­წონს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი. არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვა­კე­ში მი­შას დიდი პლა­კა­ტი იყო გაკ­რუ­ლი და ისე მომ­წონ­და, ხში­რად ვი­დე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი. მა­შინ უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. შემ­დეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუ­ცი­ლებ­ლად მი­შას ან მი­შოს და­ვარ­ქმევ­დი. მე და ვა­ნომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად მი­ვი­ღეთ. ვა­ნოს არ უნ­დო­და, შვი­ლის­თვის მე­ფის სა­ხე­ლე­ბი დაგ­ვერ­ქმია.

მიშა კი ისე­თი სა­ხე­ლი იყო, რო­მე­ლიც ორი­ვეს მოგ­ვწონ­და და დღეს ჩემს შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჰქვია“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სალაყაია.

წყვილს მე­ო­რე შვი­ლი, და­თუ­ნა 2009 წელს შე­ე­ძი­ნა. ბავ­შვი 4 წლის იყო, რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

„ახლა დიდი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ჩემი შვი­ლი უნდა გა­ვიც­ნო“,– ამ­ბობდა 6 წლი­სა და 9 თვის შემ­დეგ ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი უმ­ცროს შვილ­ზე.

მისივე თქმით, უფ­რო­სი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს და ჯერ­ჯე­რო­ბით მამა მხო­ლოდ ვი­დე­ო­ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ნახა.

წყარო: xnews.ge