
მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურობს, სადაც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
მან ასევე ცოტა ხნის წინ დაიწყო იუთუბის პოდკასტების ჩაწერა, სადაც ცნობილ ადამიანები ჰყავს სტუმრად. გადაცემას „მარტოობის 15 წუთი“ ჰქვია და ამჯერად მისი სტუმარი რეჟისორი ლევან წულაძე გახლდათ:
- ვინ ხართ მაშინ როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით?
ლევან წულაძე: რთული შეკითხვაა. მე საკუთარ თავთან მარტო ვრჩები უფრო ბევრ ხალხში. ზოგი მარტოვდება და იკეტება ოჯახში. სტუდენტობის დროს მაგალითად საფიქრალად მივდიოდი ბაზარში. დეზერტირების ბაზარი მაშინ დიდი და ლამაზი იყო, ფქვილები, სანელებლებლები და დავდიოდი წრეზე. იქ ყველაზე მარტო ვგრძნობდი თავს. მარტო როცა რჩები გინდა ჩაიკეტო და იმის მაგივრად იფიქრო იმაზე, რაც გაღელვებს, განსხვავებული აზრები მოგდის, მაგალითად შუქი რატომ გაძვირდა ან რატო ცივა. არასაჭირო აზრები უფრო დომინირებს. როცა ბევრ ხალხში ხარ რეალურ პრობლემებზე უფრო კონცეტნრირდები. საინტერესო აზრები უფრო ბევრ ხალხში მოგდის. შეყვარებულზე საფიქრალად ალბათ ბაზარში არ უნდა წახვიდე.
- ბავშვობიდან იყო თქვენი სურვილი, რომ რეჟისორი გამხდარიყავით?
ლევან წულაძე: კი ბავშვობიდან, დაახლოებით 8-9 კლასიდან მაინც.
- რეჟისორი რომ არა ვინ გახდებოდით?
ლევან წულაძე: გერმანულად ვლაპარაკობდი კარგად. დედა გერმანულის პროფესორი იყო და რაღაცნაირად განსაზღვრული იყო, რომ გერმანულ ლიტერატურაში წავიდოდი. სკოლაშიც ასე მიყურებდნენ. ნიშნებსაც კარგს მიწერდნენ, თითოს გაკვალული მქონდა გზა და გადავუხვიე.
- თვისებები, რომლებიც არ მოგწონთ:
ლევან წულაძე: არ მომწონს სკანდალები, არ მიყვარს ეპატაჟი და გარკვევები ურთიერთობების. არ მჯერა რომ ადამიანები იმდენად რაციონალურები ვართ, რომ მხოლოდ ლაპარაკით დავზავდეთ. როგორც წესი ასეთი გარკვევის დროს უფრო აფუჭებ საქმეს და ამბობს იმას, რაც არ უნდა გეთქვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დღეს, 8 აპრილს 22:00 საათზე „ნიჭიერის“ მესამე ნახევარფინალი გაიმართება