
მოსწავლეებს სწავლაში უშლის ხელს, რაზეა პასუხისმგებელი აღმასრულებელი ფუნქცია და რა შედეგამდე მივყავართ მის დარღვევას? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ აკადემიური უნარების თერაპევტმა, თინათინ დობორჯგინიძემ ისაუბრა:
„აღმასრულებელი ფუნქცია წარმოადგენს შუბლის წილის სპეციფიკურ ერთეულს, რომელიც თავისთავად პასუხისმგებელია ყურადღების გადანაწილებაზე, შენარჩუნებაზე, კოგნიტიურ ლავირებაზე და გადართვობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებში და შემდეგ უკვე მოზრდილებში. აღმასრულებელი ფუნქციები პასუხისმგებელია მცირეწლოვნებიდან. დაწყებული ტაშის დაკვრიდან და ჭიტადან, დამთავრებული სკოლის პერიოდამდე.
სკოლის ასაკის ბავშვებთან მეტი გამოცდილება მაქვს. თვალხილული სწორედ ამ ასაკში ხდება. თავდაპირველად როგორღაც შეისწავლა წერა-კითხვა, შემდეგ უწევს დამოუკიდებლად დავალებების შესრულება და აქ იჩენს ხოლმე პრობლემა თავს. კოგნიტიური დაგეგმარების უნარი როდესაც არის დეფიციტში შემდეგი პრობლემები ჩნდება: პირველ რიგში ბავშვი წაკითხულ ინფორმაციას ვერ იგებს და ამუშავებს. ამ შემთხვევაში უნდა დავანაწევროთ მოთხრობა და ნაწარმოები, გააანალიზოს რა მოხდა და რაში მდგომარეობდა პრობლემა, აქედან უკვე უნდა გამოიტანოს მთავარი აზრი“, - აღნიშნა თინათინ დობორჯგინიძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ AS გიორგი მამარდაშვილზე: უცხოპლანეტელი სანტიაგო ბერნაბეუზე
⭕საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით