ბლოგერი გურამ შეროზია, მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ფანატიკოსები ნუ შემომიხტებით!
აი ზუსტად 1 საათის წინ, საბურთალოზე სამი იმხელა ძაღლი გამომეკიდა ყეფით და აგრესიით, რომ ლამის გავქრი იქვე.
ბედად, ვიღაც ასაკოვანმა კაცმა მომაშორა და მერე დამამშვიდა, სხვა დროს საჭმლით იარე და აღარ გერჩიანო.
მანამდე ველოსიპედის ძეგლის ქვემოთ გამოეკიდა ერთ გოგოს, მისი დაცვა რომ ვცადე მე მომდგნენ.
ჰოდა, ადამიანი როცა საშიში ხდება სხვებისთვის - ხომ ვიჭერთ და ამ ძაღლებისთვის ხსნილია?
ბავშვთან ერთად რომ ვყოფილიყავი, სულ რომ არ დაეკარებინათ პირი - ბავშვი საშინელ სტრესში ჩავარდებოდა, სანამ არ დაგვგლეჯენ ვინმეს - არ უნდა იყოს რეაგირება??
Getamashebodnen ra iyo, tu gikbenen mere tqvi - მსგავსი მარაზმატიკები ნუ შემომიხტებით!
ძალიან მიყვარს ცხოველები, მაგრამ ვინც და რაც საშიშია - უნდა განვარიდოთ საზოგადოებას, აშენდეს საკმარისი რაოდენობის თავშესაფრები და ვიყოთ ყველა უსაფრთხოდ, არ მეთანხმებით?!“,- წერს გურამ შეროზია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ვასო ფხაკაძისა და ლიკუნა მეტრეველის შვილი იუბილარია - როგორ აღნიშნეს ნინას დაბადების დღე
⭕ნატა ბერეჟიანს შვილი შეეძინა - ცნობილია რა დაარქვა მსახიობმა ახალშობილს
⭕თიკა ჯამბურია ბუდაპეშტში დასთან ერთად მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს