მსახიობ ნატა ბერეჟიანს ქალიშვილი შეეძინა, პატარას სახელად თინა დაარქვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ნატას მეგობრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
ასევე სამშობიაროსთან მსახიობი რუსკა ქარქაშაძე თავის ახალშობილ ვაჟთან, ზუკასთან ერთად იმყოფება.
„თინას დაბადებას ზუკაც დაესწრო“,- წერს რუსკა ქარქაშაძე.
მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა.
მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.
მსახიობს ერთი შვილი ჰყავს დათუნა, რომელიც 22 წლის ასაკში გააჩინა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ... ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
⭕ორსული ნატა ბერეჟიანის თამამი ფოტოსესია - მსახიობმა პირველი შვილი 22 წლის ასაკში გააჩინა