
თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკა. ის უკვე კონტაქტურია, სუნთქვის პარამეტრებიც მკვეთრადაა გაუმჯობესებული.
„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორის თქმით, თუ მსგავსი დადებითი დინამიკა გაგრძელდება, ის მალე მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან.
„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, დინამიკა დადებითია. კონტაქტურია, ასრულებს ყველა დავალებას. სუნთქვის პარამეტრები მკვეთრად არის გაუმჯობესებული. თუ ასე გაგრძელდა, პაციენტი ალბათ რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.