ყველა კუთხე-კუნჭულს, მაღალმთიან სოფლებში აქვთ თავიანთი ტრადიცია. ზოგჯერ სახელიც კი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ - ბოსლობა - ზემო რაჭაში, სოფელ ღებში, ეს დღესასწაული 1 კვირა გრძელდება.
ამ კვირეულში კაცები ისვენებენ და ძალისმიერ სამუშაოებს არ ასრულებენ, ქალები არ ქსოვენ, არ კერავენ...
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთ რუბრიკაში ჟურნალისტი - ონისე ჯანაშია სწორედ ამ ტრადიციის შესახებ გვესაუბრება. ის სპეციალურად სოფელ ღებში ჩავიდა და ბოსლობის რიტუალზე ლობჯანიძეების ოჯახს ესტუმრა.