ორ ახალგაზრდა გოგიტა გვიჩიანი და გიორგი ფარჯიანი, რომლებიც 5 დღის წინ გაუჩინარდნენ და 2 დღეა ეძებდნენ, ცოცხლები იპოვეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
მათვე ინფორმაციით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, სამი დღის განმავლობაში მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ.
საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. ამასთან ჩართული იყო სამაშველო დრონებიც. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი.