დავით კვირიკაძე, რომელიც საზოგადოებამ „ტიკტოკიდან“ გაიცნო, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა სადაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე ისაუბრა:
„დღეს სვანეთს წარმოვადგენ. სვანეთში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად და გავიზარდე სვანეთში. ჩემი აზრით მთის ხალხზე არასწორი შთაბეჭდილებები არსებობს, მე სვანი ვარ და კონკრეტულად მათზე ვისაუბრებ. ოჯახებიც ისეთი იქმნება, რომ ქალისა და მამაკაცის როლი ოჯახში ჰარმონიულად არის წარმოდგენილი. ვერ იტყვი რომ ვინმე ვინმეზე მაღლა დგას. მორწმუნე, ქრისტიანები ვართ შესაბამისად სვანური ოჯახი დაფუძნებულია ქრისტიანობაზე. ქრისტიანობაში არის ბალანსი, რომელიც იდეალურად მუშაობს. არის ერთი მთლიანი და ქმნიან ძლიერ ოჯახს.
მინდა ქალბატონს გავცე პასუხი, სადაც კრიტერიუმები ჩამოთვალა: ჩემი აზრით ისეთი კრიტერიუმები, როგორიც არის ფული, ვიზუალი, ურთიერთობაში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი არის წარმავალი. თუ ურთიერთობას დაიწყებ ისეთ ადამიანთან, რომელიც ვიზუალურად მოგწონს, შეიძლება ერთ დღეს დაბერდეს ან გასუქდეს და აღარ მოგეწონოს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შინაგანი სამყაროა. ადამიანში უნდა ეძებო ის, რის წართმევასაც ვერ შეძლებ და ეს გულია“, - ამბობს დავით კვირიკაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სახლიდან ჩემი პერსონალური ჭიქის გარეშე არ გამოვდივარ...“ - რა ვიდეოს ავრცელებს ნუცა ბუზალაძე
🎥 „ხორც-პროდუქტებისთვის არ გამოდგება ხის ჭურჭელი ან ხის დაფა“ - ექიმის რეკომენდაცია დიასახლისებს